ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ელჩმა

ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ელჩმა ერაყში ზალმაი
ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ელჩმა ერაყში ზალმაი
ხალილზოდემ რწმუნებათა სიგელი გადასცა ერაყის პრეზიდენტ ჯალაილ თალაბანის და განაცხადა, რომ ერაყი დიდი გამოცდის წინაშე დგას, რომელშიც აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს. ახალმა ელჩმა გამოთქვა რწმენა, რომ გაუქმებული ბაათის პარტიისა და სადამ ჰუსეინის მომხრეები ვერ შეძლებენ ქვეყანაში სამოქალაქო ომის გაჩაღებას. ”შეურიგებელი ბაათისტები დანაშაულობებს საჩადიან ერაყელი ხალხის წინაშე, მათ სურთ ერაყში სამოქალაქო ომი გააჩაღონ, რათა აღადგინონ დიქტატურა. მათ არაფერი გამოუვათ,” განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ელჩმა ერაყში.