რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, არმია

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, არმია ამცირებს უნივერსიტეტებში კადეტთა ფაკულტეტების რიცხვს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, არმია ამცირებს უნივერსიტეტებში კადეტთა ფაკულტეტების რიცხვს.
ამ ფაკულტეტებს ბევრი სტუდენტი იყენებდა არმიაში სამსახურისთვის თავის ასარიდებლად. სამინისტროს პრეს-მდივან ვიაჩესლავ სედოვის თქმით, კადეტთა ფაკულტეტების რიცხვი 8-ჯერ, ან 10-ჯერ შემცირდება: ახლა მათი რიცხვი რუსეთში 170-ს აღწევს. სედოვის თქმით, ეს ფაკულტეტები უნივერსიტეტებში წელიწადში 50 000-მდე ოფიცერს ამზადებს მაშინ, როცა 2004-ში რუსეთს სულ 7500 ოფიცერი ესაჭიროებოდა.