მსოფლიო თანამეგობრობა ჰგმობს ლონდონში მომხდარ

მსოფლიო თანამეგობრობა ჰგმობს ლონდონში მომხდარ აფეთქებებს. იმათ შორის, ვინც შესაბამისი განცხადებები გააკეთა,
მსოფლიო თანამეგობრობა ჰგმობს ლონდონში მომხდარ აფეთქებებს. იმათ შორის, ვინც შესაბამისი განცხადებები გააკეთა,
მაჰმადიანური სამყაროს ლიდერებიც არიან. ირანში, აიათოლა მოჰამად ემამი-კაშანიმ, აფეთქებების მომწყობთ უწოდა "ბარბაროსები, რომელთაც არაფერი აქვთ საერთო ისლამთან ან ჰუმანურობასთან". საუდის არაბეთის უზენაესმა მუფთიმ, შეიხ აბდულ აზიზ შეიხმა, განაცხადა, რომ ისლამი მკაცრად კრძალავს უდანაშაულო ადამიანის მოკვლას. ქაბულში, ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ თქვა, რომ ლონდონის აფეთქებები მთელი კაცობრიობის წინააღმდეგ იყო მიმართული.