ქარიშხალი, რომელსაც მეტეოროლოგები "დენისს" უწოდებენ

ქარიშხალი, რომელსაც მეტეოროლოგები "დენისს" უწოდებენ, კუბაში მძვინვარებს.
ქარიშხალი, რომელსაც მეტეოროლოგები "დენისს" უწოდებენ, კუბაში მძვინვარებს.
შიშობენ, რომ კვირას ის აშშ-ის სანაპირო ზოლს, ფლორიდაში მდებარე კი ვესტს დააზარალებს. ამ რეგიონიდან უკვე ათასობით მოსახლეა ევაკუირებული. კუბაში კი ევაკუაცია 200 000-მდე ადამიანს შეეხო. გუშინ ქარიშხალმა იამაიკას გადაუარა საათში 200-მდე კილომეტრის სიჩქარით. კოკისპირულმა წვიმებმა წყალდიდობა და მეწყერები გამოიწვია.