ბაღდადში მომხდარი რამდენიმე აფეთქების შედეგად

ბაღდადში მომხდარი რამდენიმე აფეთქების შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა:
ბაღდადში მომხდარი რამდენიმე აფეთქების შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა:
15 სამოქალაქო პირი და ხუთი ერაყელი ჯარისკაცი. ამის შესახებ აშშ-ის სარდლობა იუწყება. მისივე ცნობით, ბაღდადში თვითმკვლელებმა სამი დანაღმული ავტომანქანა ააფეთქეს; ერაყის პოლიცია კი ხუთ ასეთ თავდასხმაზე საუბრობს. დღესვე, ვაშინგტონის სამხედრო უწყებამ გამოაცხადა, რომ გუშინ, იორდანიის საზღვართან მომხდარ აფეთქებას ორი ამერიკელი ჯარისკაცი ემსხვერპლა.