ირლანდიის რესპუბლიკური არმიის ხელმძღვანელობამ დღეს

ირლანდიის რესპუბლიკური არმიის ხელმძღვანელობამ დღეს უბრძანა ამ ორგანიზაციის წევრებს
ირლანდიის რესპუბლიკური არმიის ხელმძღვანელობამ დღეს უბრძანა ამ ორგანიზაციის წევრებს
სამუდამოდ შეწყვიტონ შეიარაღებული აქციები და მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მეთოდებით განაგრძონ ბრძოლა. განცხადებაში აღნიშნულია ამასთანავე, რომ ლაპარაკი არაა ირლანდიის რესპუბლიკური არმიის თვითლიკვიდაციაზე. ეს ნაბიჯი - უპრეცედენტოა ირლანდიის რესპუბლიკური არმიისათვის, რომელიც 30-ზე მეტი წლის მანძილზე ტერორისტული მეთოდებით ებრძოდა ჩრდილოეთ ირლანდიაში ბრიტანეთის ხელისუფლებას. 1997 წლიდან ეს ორგანიზაცია ცეცხლის შეწყვეტის პირობებს იცავს.