გაეროს უშიშროების საბჭომ ექვსი თვით

გაეროს უშიშროების საბჭომ ექვსი თვით გაუგრძელა ვადა საქართველოში ამ ორგანიზაციის
გაეროს უშიშროების საბჭომ ექვსი თვით გაუგრძელა ვადა საქართველოში ამ ორგანიზაციის
მეთვალყურეთა მისიას. პარასკევს მიღებულ რეზოლეციაში უშიშროების საბჭო აღნიშნავს, რომ მიუღებელია ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების საკითხებში პროგრესის ნაკლებობა. უშიშროების საბჭო კონფლიქტში დაპირისპირებულ მხარეებს მოუწოდებს, გამართონ კონსტრუქციული მოლაპარაკებები და მიიღონ ზომები ურთიერთუნდობლობის აღმოსაფხვრელად.