სულ ცოტა 40 პოლიციელი დაიჭრა

სულ ცოტა 40 პოლიციელი დაიჭრა წუხელ ბელფასტში
სულ ცოტა 40 პოლიციელი დაიჭრა წუხელ ბელფასტში
პროტესტანტებთან მომხდარი შეტაკების დროს. როგორც ოლსტერის ხელისუფლება იუწყება, მღელვარება მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ მკვლელობაში ეჭვმიტანილი 6 პროტესტანტი მოიერიშე დააპატიმრა. ასობით განრისხებულმა პროტესტანტმა ავტომანქანებით ბარიკადები მოაწყო ბელფასტის ქუჩებში და ქვებს, ხელნაკეთ ყუმბარებსა და აალებადი სითხით სავსე ბოთლებს ესროდა პოლიციელებს.