ქვანახშირის მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად

ქვანახშირის მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ ცოტა 14 მუშა დაიღუპა დღეს
ქვანახშირის მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ ცოტა 14 მუშა დაიღუპა დღეს
სამხრეთ-დასავლეთი ჩინეთის გუიჟუს პროვინციაში. სინხუას სააგენტოს ცნობით 39 მუშა იმყოფებოდა მაღაროში როცა გამთენიისას იქ აფეთქება მოხდა. 23 მაღაროელმა მოახერხა ამოსვლა; ორი მუშა უგზო-უკვლოდაა დაკარგული. სამხრეთ ჩინეთის მეორე პროვინციაში მაშველები წყლის ამოტუმბვით ცდილობენ 102 მუშის გადარჩენას, რომლებიც მიწისქვეშ აღმოჩნდნენ, როცა მათი ქვანახშირის მაღარო კვირას წყლით დაიტბორა. სინხუას სააგენტოს ცნობით, მარტო მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ჩინეთის ქვანახშირის მაღაროებში მომხდარი ავარიების შედეგად 2,700 ადამიანი დაიღუპა.