ერაყის პრეზიდენტმა ჯალალ თალაბანიმ შეხვედრა

ერაყის პრეზიდენტმა ჯალალ თალაბანიმ შეხვედრა გამართა ქვეყნის ეთნიკურ და რელიგიურ ლიდერებთან
ერაყის პრეზიდენტმა ჯალალ თალაბანიმ შეხვედრა გამართა ქვეყნის ეთნიკურ და რელიგიურ ლიდერებთან
ახალი კონსტიტუციის მიღების ვადებთან დაკავშირებით. კონსტიტუციის მიღება 15 აგვისტოსთვის არის დაგეგმილი. თალაბანის პრესმდივანმა კამრან ყარადაღიმ თქვა, რომ პრეზიდენტმა მოლაპარაკებები გამართა სუნიტი არაბების, შიიტებისა და ქურთების ლიდერებთან. შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა ვაშინგტონში განაცხადა, რომ აუცილებელია, რომ ერაყელმა ლიდერებმა დათქმული ვადების ფარგლებში მოახერხონ კონსტიტუციის თაობაზე შეთანხმება. ამერიკის სამხედრო სარდლობის ცნობით, დღეს ერაყში ამერიკის ოთხი ჯარისკაცი იქნა მოკლული და ექვსი დაიჭრა, როცა მეამბოხეები სამშაბათ საღამოს თავს დაესხნენ მათ საგუშაგოს ბაღდადში.