გამოძიებისთვის ცნობილია, თუ ვინ წამოიწყო

გამოძიებისთვის ცნობილია, თუ ვინ წამოიწყო მასობრივი არეულობა ასტრახანის ოლქის სოფელ იანდიკიში,
გამოძიებისთვის ცნობილია, თუ ვინ წამოიწყო მასობრივი არეულობა ასტრახანის ოლქის სოფელ იანდიკიში,
- განაცხადა ოლქის პროკურორმა ევგენი ვოლკოლუპოვმა. დაზუსტებული მონაცემებით, გუშინდელ შეტაკებაში ჩეჩნებსა და ყალმუხებს შორის 300-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. 6 ადამიანი, მათ შორის მილიციელი - დაშავდა. 8 სახლს ცეცხლი წაუკიდეს; 5 - მთლიანად დაიწვა. ოფიციალური ვერსიის თანახმად, კონფლიქტი დაიწყო მას შემდეგ, რაც ჩეჩნებთან ამ დღეებში მომხდარი ჩხუბის დროს მოკლული ნათესავის დაკრძალვაზე სოფელ იანდიკიში ყალმუხები ჩავიდნენ. პროკურატურამ მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა.