რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტზე ზედამხედველობის სააგენტომ

რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტზე ზედამხედველობის სააგენტომ წამოაყენა წინადადება,
რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტზე ზედამხედველობის სააგენტომ წამოაყენა წინადადება,
რომ სამუხრუჭე სისტემის ხშირი გაუმართაობის გამო დღეიდან შეწყდეს თვითმფრინავ "ილ-96-300"-ის ექსპლუატაცია. გამოძიებით დადგინდა, რომ არსებული პრობლემები იმითაა გამოწვეული, რომ ერთ-ერთი სამუხრუჭე აგრეგატის დამზადებისას ნახაზის პარამეტრები არ იქნა დაცული. გამოვლენილია ასევე შემთხვევა, როცა აგრეგატის დამზადების შესახებ ყალბი ინფორმაცია იქნა გამოქვეყნებული. "ილ-96-300" ილიუშინის სახელობის საავიაციო კომპლექსშია შექმნილი. თვითმფრინავს 300-დე მგზავრისა და 40-დე ტონა ტვირთის ტრანსპორტირება შეუძლია.