ესპანეთის საბრძოლო შვეულმფრენის კატასტროფა ავღანეთში

ესპანეთის საბრძოლო შვეულმფრენის კატასტროფა ავღანეთში, ტრაგიკული შემთხვევის შედეგი იყო.
ესპანეთის საბრძოლო შვეულმფრენის კატასტროფა ავღანეთში, ტრაგიკული შემთხვევის შედეგი იყო.
გამოძიების შედეგები პარლამენტს დღეს ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა ხოსე ბონომ გააცნო. მისი თქმით, ძლიერი ქარისა და ცუდი ხილვადობის გამო შვეულმფრენი დაბალ სიმაღლეზე მიფრინავდა და მთას შეეჯახა. კატასტროფა 16 აგვისტოს მოხდა ქალაქ ჰერათის მახლობლად, დასავლეთ ავღანეთში, რასაც 17 ესპანელი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლე ემსხვერპლა.