კიშინიოვში დღეისათვის დანიშნული სასამართლო პროცესი

კიშინიოვში დღეისათვის დანიშნული სასამართლო პროცესი მოლდავეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრის ვალერი პასატის საქმესთან დაკავშირებით - ორშაბათისთვის გადაიდო.
კიშინიოვში დღეისათვის დანიშნული სასამართლო პროცესი მოლდავეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრის ვალერი პასატის საქმესთან დაკავშირებით - ორშაბათისთვის გადაიდო.
როგორც მისმა ვექილმა განაცხადა, პასატი ცუდად გრძნობს თავს, და სწორედ ეს გახდა სასამართლო პროცესის გადადების მიზეზი. პროკურატურა ყოფილ მინისტრს იმაში ადანაშაულებს, რომ 1997 წელს ვალერი პასატმა 20-ზე მეტი ავიაგამანადგურებელი "მიგ-29" - იაფად მიჰყიდა შეერთებულ შტატებს. პასატი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, ხოლო სასამართლო პროცესს - მოლდავეთის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის დაკვეთას. მას 12-წლიანი პატიმრობა ემუქრება.