ჩრდილოეთი ოსეთის პრეზიდენტი ტაიმურაზ მამსუროვი

ჩრდილოეთი ოსეთის პრეზიდენტი ტაიმურაზ მამსუროვი ჩვენებას აძლევს რუსეთის გენერალურ პროკურატურას
ჩრდილოეთი ოსეთის პრეზიდენტი ტაიმურაზ მამსუროვი ჩვენებას აძლევს რუსეთის გენერალურ პროკურატურას
ბესლანში მომხდარი ტერაქტის დამატებითი გამოძიების ჩარჩოებში. გენერალური პროკურორის მოადგილემ ვლადიმირ კოლესნიკოვმა ადრე განაცხადა, რომ დაიკითხება არაერთი მაღალჩინოსანი მოხელე, მათ შორის უშიშროების ფედერალური სამსახურის უფროსი პატრუშევი და შინაგან საქმეთა მინისტრი ნურგალიევი. მამსუროვი ჩვენებას აძლევს როგორც რესპუბლიკის პირველი პირი და დაზარალებული - მძევალთა შორის ბესლანში მისი ორი შვილიც იყო. ბესლანში გასული წლის სექტემბერში 331 ადამიანი დაიღუპა; უმრავლესობას ბავშვები შეადგენდნენ.