ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკა აშშ-ს

ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკა აშშ-ს გლობალურ დესტაბილიზაციასა და გაეროს მანიპულირებაში ადანაშაულებს.
ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკა აშშ-ს გლობალურ დესტაბილიზაციასა და გაეროს მანიპულირებაში ადანაშაულებს.
ეს ბრალდება ლუკაშენკამ დღეს გაეროს სამიტზე გამოსვლისას გამოთქვა. მანვე აღნიშნა, რომ ბელორუსიას უნდა მიეცეს "თავისი ტრადიციებით განვითარების" საშუალება. როგორც ლუკაშენკამ ვაშინგტონის პოლიტიკის გაკრიტიკებისას აღნიშნა: [ლუკაშენკას ხმა] “თუ არ არის კონფლიქტები - მათ იგონებენ. თუ არ არის ინტერვენციის საბაბი - მოჩვენებითს ქმნიან. ამის გაკეთებისას თავს ძალიან მოხერხებულად იმართლებენ - დემოკრატიით და ადამიანის უფლებებით. მაგრამ ამ ცნებებით სარგებლობენ (...) ისე, როგორც შეერთებული შტატების მთავრობას აწყობს”. ბელორუსიის პრეზიდენტმა ამ გამოსვლის შემდეგ ხელი მოაწერა ბირთვული ტერორიზმის წინააღმდეგ მიმართულ დოკუმენტს.