ირლანდიის რესპუბლიკური არმია, "ირა", იუწყება

ირლანდიის რესპუბლიკური არმია, "ირა", იუწყება, რომ გაანადგურა იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების არსენალი.
ირლანდიის რესპუბლიკური არმია, "ირა", იუწყება, რომ გაანადგურა იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების არსენალი.
"ირა"-ს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ იარაღით სარგებლობა უკვე შეუძლებელია. "ირა"-მ წელს, ივლისში განაცხადა, რომ ბოლოს უღებს 35-წლიან შეიარაღებულ ბრძოლას ჩრდილოეთი ირლანდიის კვლავ ირლანდიასთან გაერთიანების მისაღწევად. ცნობას "ირა"-ს მიერ საბრძოლო არსენალის განადგურების შესახებ გამოეხმაურა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი, რომლის თქმითაც, გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩრდილოეთ ირლანდიაში მშვიდობის მისაღწევად. "ირა"-ს განცხადებას მიესალმა ირლანდიის პრემიერ-მინისტრი ბერტი აჰერნიც.