ცხინვალის რეგიონში ბოლო ხანს გართულებული

ცხინვალის რეგიონში ბოლო ხანს გართულებული ვითარების გამო გაურკვეველი ვადით გადაიდო
ცხინვალის რეგიონში ბოლო ხანს გართულებული ვითარების გამო გაურკვეველი ვადით გადაიდო
პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელისა შეხვედრა სამხრეთი ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტთან ედუარდ კოკოითისთან. კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გიორგი ხაინდრავას განცხადებით, ამ შეხვედრისგან არავინ ელოდა რადიკალურ ცვლილებებს, მაგრამ გარკვეულ საკითხებზე მუშაობა მაინც იქნებოდა შესაძლებელი. დღეს, თბილისში გამართულ ბრიფინგზე ხაინდრავამ დასძინა, რომ ვითარებას ართულებს მოლაპარაკების აღდგენის მიმართ რუსეთის, როგორც შუამავლის, დამოკიდებულება. სახელმწიფო მინისტრის თქმით, რუსეთს არ სურს ადექვატურად შეაფასოს ცხინვალში 20 სექტემბერს განვითარებული მოვლენები, იქნება ეს ქვეყნის ტერიტორიაზე ადამიანთა უვიზოდ და უნებართვოდ შესვლა თუ ცხინვალში მძიმე სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღებული ცოცხალი ძალების გადაადგილება.