ევროპის კავშირისა და რუსეთის ლიდერებმა

ევროპის კავშირისა და რუსეთის ლიდერებმა ლონდონში ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავების
ევროპის კავშირისა და რუსეთის ლიდერებმა ლონდონში ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავების
გზებზე იმსჯელეს. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოლაპარაკება გამართა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან ტონი ბლერთან, ევროკომისიის პრეზიდენტთან ჟოზე მანუელ ბაროზუსთან და ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა კომისართან ბენიტა ფერერო-ვალდნერთან. მხარეებმა საკითხთა ფართო სპექტრი განიხილეს. მათ შორის იყო დასავლეთისთვის რუსეთის ენერგეტიკული რესურსების მიწოდება და ტერორიზმთან ბრძოლის გზები. ორივე მხარემ კმაყოფილება გამოთქვა მოლაპარაკების შედეგებით. ევროკავშირის ლიდერებმა რუსეთს თავიანთი სტრატეგიული პარტნიორი უწოდეს, ვლადიმირ პუტინმა კი განაცხადა: [ვლადიმირ პუტინის ხმა] "ყოველი ჩვენგანი იზიარებს მოსაზრებას, რომ ევროპაში არ უნდა იყოს გამყოფი ზოლები. მაგრამ ისიც გვესმის, რომ ორივე მხარემ ჯერაც ბევრი უნდა გააკეთოს საიმისოდ, რათა შესაძლებელი გახდეს უვიზო მიმოსვლის შემოღება. დღეს ჩვენ შევთანხმდით, რომ სავიზო რეჟიმს გავუმარტივებთ მოქალაქეთა რამდენიმე კატეგორიას. ეს არიან სტუდენტები, მეცნიერ-მუშაკები, პოლიტიკური მოღვაწეები, დიპლომატები, ბოლოს და ბოლოს, ბიზნესმენები."