გარდაბანში გაიმართა საზეიმო ღონისძიება სამი

გარდაბანში გაიმართა საზეიმო ღონისძიება სამი ქვეყნის - საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის - პრეზიდენტების მონაწილეობით.
გარდაბანში გაიმართა საზეიმო ღონისძიება სამი ქვეყნის - საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის - პრეზიდენტების მონაწილეობით.
ისინი დაესწრნენ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის საქართველოს მონაკვეთის გახსნას. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, ნავთობსადენი და ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი, რომლის ექსპლუატაციაში გაშვებაც მომავალ წელს იგეგმება, პოლიტიკური სარგებლის გარდა, ქვეყანას ენერგეტიკულ დამოუკიდებლობასაც მოუტანს. საზეიმო ცერემონიას უცხოური კომპანიებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.