პეკინში განახლდა ჩრდილოეთ კორეის ბირთვული

პეკინში განახლდა ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამისადმი მიძღვნილი მოლაპარაკება,
პეკინში განახლდა ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამისადმი მიძღვნილი მოლაპარაკება,
რომელზეც განიხილავენ ამ საკითხის მოგვარების სამპუნქტიან გეგმას. მოლაპარაკებაში 6 ქვეყნის დელეგაციები მონაწილეობენ - ორივე კორეის, მასპინძელი ჩინეთის, რუსეთის, იაპონიის და აშშ-ის წარმომადგენლები. სამხრეთ კორეის დელეგაციის ხელმძღვანელ სონ მინ სუნის განმარტებით, განიხილავენ გეგმას, რომელიც ითვალისწინებს ფხენიანის უარს ბირთვულ პროგრამაზე, სანაცვლოდ მის ხელშეწყობას ეკონომიკის, ენერგეტიკის სფეროებში და ურთიერთობის ნორმალიზებას მოლაპარაკების მონაწილე ქვეყნებს შორის.