რვა ადამიანი დაიღუპა ავღანეთის დედაქალაქ

რვა ადამიანი დაიღუპა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულთან, სატრანსპორტო თვითმფრინავის ავარიის შედეგად.
რვა ადამიანი დაიღუპა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულთან, სატრანსპორტო თვითმფრინავის ავარიის შედეგად.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, თვითმფრინავი ქაბულიდან 30 კილომეტრის დაშორებით, მისგან ჩრდილო-დასავლეთით ჩამოვარდა. მიღებული ცნობების თანახმად, დაღუპულთაგან ხუთი რუსეთის მოქალაქეა, ორი - უკრაინის, ხოლო ერთი - პაკისტანის.