დღეს საქართველოს ეწვია ევროპის საბჭოს

დღეს საქართველოს ეწვია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაცია
დღეს საქართველოს ეწვია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაცია
მატიას იორშისა და ევგენი კირილოვის ხელმძღვანელობით. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, დელეგაციის ვიზიტის პროგრამაშია შეხვედრები პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძესთან და სხვა ოფიციალურ პირებთან, აგრეთვე, პარლამენტის ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლებთან.
მატიაშ იორში და ევგენი კირილოვი საქართველოს საკითხზე ევროსაბჭოს მომხსენებლები არიან და მეთვალყურეობას უწევენ საქართველოს მიერ ევროსაბჭოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესს.