უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ ხელი

უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ ხელი მოაწერა ბრძანებულებას,
უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ ხელი მოაწერა ბრძანებულებას,
რომლითაც სახელმწიფო დღესასწაულად გამოცხადდა 22 ნოემბერი - "ნარინჯისფერი რევოლუციის" დღე. პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ამიერიდან 22 ნოემბერი დღესასწაულების სიაში შევა, როგორც " თავისუფლების დღე". შარშან, 22 ნოემბერს დაიწყო მასობრივი საპროტესტო აქციები არჩევნების შედეგების გაყალბების წინააღმდეგ, რასაც მოგვიანებით მთავრობის შეცვლა და პრეზიდენტად ვიქტორ იუშჩენკოს არჩევა მოჰყვა.