პოლონეთის საინფორმაციო საშუალებებმა საგანგებო აქციით

პოლონეთის საინფორმაციო საშუალებებმა საგანგებო აქციით გამოთქვეს პროტესტი მეზობელ ბელორუსიაში
პოლონეთის საინფორმაციო საშუალებებმა საგანგებო აქციით გამოთქვეს პროტესტი მეზობელ ბელორუსიაში
პრეზიდენტ ალიაქსანდრ ლუკაშენკას ხელისუფლების მიერ, ჟურნალისტების შეფასებით, პრესის თავისუფლების უხეშად დარღვევის გამო. გაზეთების "გაზეტა ვიბორჩას" და "ჟეჩპოსპოლიტას" პირველ გვერდებზე, ასევე რამდენიმე საინტერნეტო საიტზე სტატიები შავად არის გადახაზული, რასაც თან ახლავს კომენტარი - "ასეთია სიტყვის თავისუფლება ბელორუსიაში". ეს პროტესტი მიეკუთვნება აქციას “სიტყვის თავისუფლება ბელორუსიაში”, რომლის ორგანიზატორია "ამნესტი ინტერნეშენალი" - ადამიანის უფლებების დამცველი ავტორიტეტიანი საერთაშორისო ორგანიზაცია.