საქართველოში პენსიონერების საპროტესტო აქციები სამშაბათს

საქართველოში პენსიონერების საპროტესტო აქციები სამშაბათს უნდა განახლდეს.
საქართველოში პენსიონერების საპროტესტო აქციები სამშაბათს უნდა განახლდეს.
ამ შინაარსის მოწოდებით დღეს თბილისში გამართულ პრეს-კონფერენციაზე გამოვიდა ოპოზიციურ საპარლამენტო ფრაქცია "დემოკრატიული ფრონტის" წარმომადგენელი კობა დავითაშვილი. პარლამენტარმა მოუწოდა ყველა პენსიონერს, მოტყუებულ მეანაბრეს და უმუშევარს, სამშაბათს 11-ტ საათზე შეიკრიბონ პარლამენტის შენობის წინ და ხელისუფალთ შეახსენონ წინასაარჩევნო დანაპირები.