საქართველოს ხელისუფლება გაკვირვებულია და მიესალმება

საქართველოს ხელისუფლება გაკვირვებულია და მიესალმება სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტ ედუარდ კოკოითის
საქართველოს ხელისუფლება გაკვირვებულია და მიესალმება სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტ ედუარდ კოკოითის
მიერ გუშინ შეთავაზებულ სამშვიდობო ინიციატივას. როგორც პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა სახელმწიფო კანცელარციაში დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, კოკოითის გეგმა, ფაქტობრივად, ემთხვევა საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამშვიდობო ინიციატივას, რომელიც მან უფრო ადრე წამოაყენა. ერთადერთი სხვაობაა, პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ის, რომ კოკოითი გეგმის ამოქმედებას მარტიდან ითხოვს, ხოლო ქართული მხარე მზადაა, მოლაპარაკების პროცესი დაიწყოს უახლოეს მომავალში. საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" იუწყება ასევე, რომ სახელმწიფო მინისტრი გიორგი ხაინდრავა ოსური მხარის სამშვიდობო ინიციატივას, “ერთგვარ დიპლომატიურ გარღვევად” მიიჩნევს. დღეს თბილისში გამართულ პრეს-კონფერენციაზე ოსური მხარის ინიციატივას მიესალმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი, ვალერი კენიაკინიც.