ერაყის ყოფილი ლიდერი სადამ ჰუსეინი

ერაყის ყოფილი ლიდერი სადამ ჰუსეინი ირწმუნება, რომ პატიმრობაში ცემეს და აწამეს.
ერაყის ყოფილი ლიდერი სადამ ჰუსეინი ირწმუნება, რომ პატიმრობაში ცემეს და აწამეს.

[სადამ ჰუსეინის ხმა] “გვცემეს, ამერიკელებმა გვცემეს, გვაწამეს კიდეც. ამ კაცს, ჩემს უკან რომ ზის - ხუთჯერ დაარტყეს კისერში და ახლა ის ვეღარ დადის”, განაცხადა თქვა დღეს სასამართლოს დარბაზში სადამ ჰუსეინმა, რომელსაც წაყენებული აქვს კაცობრიობის წინაშე დანაშაულთა ბრალდებები. სასამართლო პროცესი დღეს განახლდა. სადამ ჰუსეინსა და მის 7-დ ყოფილ ხელქვეითს ადანაშაულებენ 148 შიიტი მუსლიმანის მოკვლის განკარგულების გაცემაში. ეს განკარგულება მოჰყვა 1982 წელს სოფელ დუჯაილში სადამ ჰუსეინის მოკვლის მცდელობას.