საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველი ბრიგადის

საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველი ბრიგადის მე-11 ბატალიონი საქართველოში დაბრუნდა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველი ბრიგადის მე-11 ბატალიონი საქართველოში დაბრუნდა.
ალექსეევკის სამხედრო აეროდრომზე ერაყიდან დაბრუნებულ ქართველ სამხედროებს ნათესავები და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები დახვდნენ.
შეერთებული შტატების საჰაერო ძალების თვითმფრინავს ქართველი მშვიდობის დამცველები სამშობლოში პარასკევს უნდა ჩაეყვანა, თუმცა ფრენა თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობის მიზეზით შეფერხდა. პარასკევს ბატალიონის მხოლოდ ერთი ოცეული დაბრუნდა, რომელმაც სამხედრო მოსამსახურეების ტვირთი და აღჭურვილობა ჩაიტანა.