"გაზპრომის" ექსპორტის განყოფილების – "გაზპრომექსპორტის"

"გაზპრომის" ექსპორტის განყოფილების – "გაზპრომექსპორტის" – ხელმძღვანელმა, ალექსანდრ მედვედევმა,
"გაზპრომის" ექსპორტის განყოფილების – "გაზპრომექსპორტის" – ხელმძღვანელმა, ალექსანდრ მედვედევმა,
განაცხადა, რომ თუ გაზის ფასის შესახებ შეთანხმება არ გაფორმდება, უკრაინას 1 იანვარს, თბილისის დროით დილის 11 საათზე, გაზის მიწოდება შეუწყდება. "გაზპრომს", საერთაშორისო ფასების თანახმად, ათას კუბურ მეტრზე ფასის 50-იდან 230 დოლარამდე გაზრდა სურს. უკრაინის ლიდერები კი თვლიან, რომ რუსეთი მათ პრო-დასავლური ორიენტაციის გამო სჯის. დასავლეთი ევროპის ქვეყნებში "გაზპრომის" მიერ წარმოებული ექსპორტის 80 პროცენტი უკრაინაზე გადის. მედვედევის თქმით, თუ ამ ექსპორტისთვის განკუთვნილ მილსადენების ქსელს უკრაინა გამოიყენებს, "გაზპრომი" კიევს საერთაშორისო სასამართლოში უჩივლებს.