ლიბიის უზენაესმა სასამართლომ დღეს ხუთი

ლიბიის უზენაესმა სასამართლომ დღეს ხუთი ბულგარელი მედდის
ლიბიის უზენაესმა სასამართლომ დღეს ხუთი ბულგარელი მედდის
და ერთი პალესტინელი ექიმისთვის გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი გააუქმა, და ხელახალი სასამართლოს დანიშვნა მოითხოვა. მედდები და ექიმი ლიბიის ციხეში 1999 წლიდან იმყოფებიან. მათ ბრალად ქალაქ ბენღაზის საავადმყოფოში 426 ბავშვის განზრახ ინფიცირება ედებათ ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით, იგივე აივ-ინფექციით.
ბულგარეთის პრეზიდენტმა, გეორგი პარვანოვმა, განაცხადა, რომ იმედი აქვს დღევანდელი გადაწყვეტილება საქმის მალე დამთავრებას შეუწყობს ხელს. სასამართლოს გადაწყვეტილებას შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი, და ევროპის კომისიაც დადებითად გამოეხმაურენ. თუმცა ექთნების ადვოკატი ნაკლებად ოპტიმისტური იყო. მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებამდე ამ საქმეს წინ კიდევ გრძელი და რთული პროცესის გავლა ელის. ლიბიის იუსტიციის მინისტრის, ალი ჰასნავის თქმით, ახალი პროცესი ერთ თვეში გაიმართება – და პროცესის დროს საქმეს ახალი მოსამართლეები განიხილავენ.
ევროპის კომისიასთან, შეერთებულ შტატებთან, და ბრიტანეთთან შეთანხმებით, გასულ კვირაში ბულგარეთში შიდსით დაავედებული ლიბიელი ბავშვების დასახმარებლად ფონდი გაიხსნა.