წუხელ ქუთაისის ახლად აშენებულ ციხეში პატიმრების გადაყვანა დასრულდა.

  • ნინო როდონაია
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ბაჩო ახალაიას ცნობით, პროცესმა ექსცესების გარეშე ჩაიარა.

რაც შეეხება სხვა ციხეებს, ამ წუთისთვის არსებული ცნობებით, სოციალური პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, შიმშილობს ქსნის მე-7 დაწესებულების 700-მდე მსჯავრდებული. ამ აქციას მხარი აუბა თბილისის მე-5 საპყრობილის დაწესებულების 2 500-მა პატიმარმა და თბილისის პირველი საპყრობილის 500-მდე პატიმარმა, ზუგდიდის და ბათუმის საპყრობილეების პატიმართა ნაწილმა, ასევე, ზაჰესის მე-10 დაწესებულების მსჯავრდებულებმა. სასჯელთაღსრულების დაწესებულებების ხელმძღვანელთა ინფორმაციით, ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს აქციაში მონაწილე პატიმრებთან, რათა მათ შიმშილობის აქცია შეწყვიტონ. აქციას მასობრივი ხასიათი არ მიუღია და სისტემაში ვითარება კონტროლს ექვემდებარება.