ინდონეზიის პროვინცია აჩეში ამბოხებულები შეიარაღებული

ინდონეზიის პროვინცია აჩეში ამბოხებულები შეიარაღებული რაზმების დაშლას აპირებენ.
ინდონეზიის პროვინცია აჩეში ამბოხებულები შეიარაღებული რაზმების დაშლას აპირებენ.
ამის თაობაზე მათ განცხადება გააკეთეს ქვეყნის პრეზიდენტთან, სუსილო ბამბანგ იუდჰოიონოსთან შეხვედრის შემდეგ. შეხვედრა შედგა პროვინციის დედაქალაქში. აჩე ძლიერ დაზარალდა შარშანდელი ცუნამის დროს. ინდონეზიის პრეზიდენტმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა: "იმედი მაქვს აქ, აჩეში, მშვიდობა ხანგრძლივი იქნება, ვინაიდანსტაბილურობა არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იმისთვის, რომ სტიქიური უბედურების შემდეგ როგორც პროვინციის, ისე მთელი ქვეყნის აღდგენა წარმატებული იყოს." მეამბოხეთა განიარაღების საპასუხოდ მთავრობამ პირობა დადო, რომ პროვინციიდან გაიყვანს ჯარებს და მას საგანგებო ავტონომიას მიანიჭებს.