უკრაინამ თურქმენეთთან მიაღწია შეთანხმებას უკრაინისთვის

უკრაინამ თურქმენეთთან მიაღწია შეთანხმებას უკრაინისთვის 40 მილიარდი კუბური მეტრი
უკრაინამ თურქმენეთთან მიაღწია შეთანხმებას უკრაინისთვის 40 მილიარდი კუბური მეტრი
თურქმენული გაზის მიწოდების შესახებ. უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იუშჩენკოს განცხადებით, ათას კუბურ მეტრს კიევი თურქმენეთისგან 50 დოლარად ყიდულობს. როგორც იუშჩენკო განმარტავს, ამით უკრაინა მომავალი წლის მოთხოვნილების ნახევარზე მეტს დაიკმაყოფილებს.
უკრაინისთვის რუსეთის გაზის მიწოდების საკითხი კვლავინდებურად გაურკვეველია."გაზპრომი" ათას კუბურ მეტრში 200 დოლარს მოითხოვს, ხოლო უკრაინა აცხადებს, რომ შესაძლოა, გადასინჯოს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ყირიმში მდებარე ობიექტების იჯარის ფასები, თუ მოსკოვი ბუნებრივი აირის ფასებს გაზრდის. დღეს "გაზპრომის" ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა დაადასტურა კომპანიის განზრახვა, შეწყვიტოს უკრაინისთვის გაზის მიწოდება, თუ მხარეებმა კონტრაქტის გაფორმება ვერ მოახერხეს. [ალექსეი მილერის ხმა] "თუ ახალი წლის დადგომამდე დარჩენილ საათებში უკრაინა ხელს არ მოაწერს გაზის შესყიდვის კონტრაქტს, 1 იანვარს, მოსკოვის დროით დილის 10 საათზე, უკრაინის მომხმარებლებს მთლიანად შეუწყდებათ გაზის მიწოდება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან. მოქმედება იქნება მკაფიო და გადამჭრელი."