აირჩევენ თუ არა თბილისელები პირდაპირი წესით მერს, თებერვალში გაირკვევა

თამარ ჩიქოვანი, თბილისი შარშან, დეკემბრის ბოლოს, პარლამენტმა გაერთიანება „სახალხო ფორუმს“ და ოპოზიციურ პარტიებს ხელმოწერების შეგროვების უფლება მისცა - 30 ათასი ხელმოწერით უნდა დადასტურდეს,
რომ თბილისელებს თბილისის მერის პირდაპირი წესით არჩევა სურთ.

ხელმოწერების შეგროვება უკვე დაიწყო. უახლოეს დღეებში ეს კამპანია უფრო საჯარო ხასიათს მიიღებს - გაიხსნება ხელმოწერების შეგროვების პუნქტები, ჩატარდება კონცერტები და ა.შ. ამ თემაზე უფრო დაწვრილებით რადიო “თავისუფლების” თბილისის სტუდიის დღევანდელი სტუმარი, სახალხო ფორუმის წევრი ირაკლი მელაშვილი მოგითხრობთ. მას თამარ ჩიქოვანი ესაუბრა.

იხ. აუდიოვერსია.