აღმოსავლეთ თურქეთში ფრინველის გრიპმა მესამე

აღმოსავლეთ თურქეთში ფრინველის გრიპმა მესამე ბავშვი იმსხვერპლა.
აღმოსავლეთ თურქეთში ფრინველის გრიპმა მესამე ბავშვი იმსხვერპლა.
მანამდე, კვირას და ხუთშაბათს, ქალაქ ვანის საავადმყოფოში ორი ბავშვი გარდაიცვალა. სამივე ერთი ოჯახის წევრი იყო. "31 დეკემბერს ორმოცამდე ადამიანმა მოგვმართა ფრინველის გრიპით დაავადების ეჭვით. 26 მათგანი ჰოსპიტალიზებულ იქნა. მათ სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. სამი ბავშვი გარდაიცვალა. კიდევ სამი კრიტიკულ მდგომარეობაშია," - განაცხადა ქალაქის საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა. დიდი ბრიტანეთის ლაბორატორიაში ჩატარებულმა ანალიზმა ცხადყო, რომ თურქეთში საქმე ნამდვილად ფრინველის გრიპთან გვაქვს. თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, ეპიდემიაზე ლაპარაკი ნაადრევია.