ყაზახეთში გაიმართა პრეზიდენტად ნურსულთან ნაზარბაევის

ყაზახეთში გაიმართა პრეზიდენტად ნურსულთან ნაზარბაევის მორიგი, 7-წლიანი ვადით ინაუგურაცია.
ყაზახეთში გაიმართა პრეზიდენტად ნურსულთან ნაზარბაევის მორიგი, 7-წლიანი ვადით ინაუგურაცია.
ცერემონიაზე ასტანაში, ერთგულების ფიცის დადების შემდეგ, ნაზარბაევმა აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მისმა დამაჯერებელმა გამარჯვებამ ცხადყო მისი სტაბილურობასა და ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული კურსის პოპულარობა მოსახლეობაში. ნაზარბაევს ხმების 91 პროცენტი ერგო 4 დეკემბრის არჩევნებში, მაგრამ მათ დასავლელი მეთვალყურეების კრიტიკა მოჰყვა. ნაზარბაევმა, რომელიც უკვე 16 წელია მართავს ყაზახეთს, საინაუგურაციო გამოსვლაში პრიორიტეტად დაასახელა შუა აზიის სახელმწიფოებთან მჭიდრო კავშირი. [ნაზარბაევის ხმა] “ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ურთიერთობას უახლოეს მეზობლებთან შუა აზიაში. ჩემი ღრმა რწმენით, რეგიონის უსაფრთხოება მოითხოვს ხარისხობრივ გარღვევას ჩვენი სახელმწიფოების ძალიან მჭიდრო ინტეგრაციისაკენ”. ნაზარბაევის იანუგურაციის ცერემონიას რამდენიმt სახელმწიფოს მეთაურები დაესწრნენ - მათ შორის საქართველოს, უკრაინის, რუსეთის პრეზიდენტები.