გაეროს უშიშრორების საბჭოს ხუთი მუდმივი

გაეროს უშიშრორების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი სახელმწიფოს და გერმანიის წარმომადგენლები ლონდონში შეიკრიბნენ
გაეროს უშიშრორების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი სახელმწიფოს და გერმანიის წარმომადგენლები ლონდონში შეიკრიბნენ
ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო ბჭობისათვის.
ამ შეხვედრას მოჰყვა სამი სახელმწიფოს, გერმანიის , საფრანგეთის და ბრიტანეთის რეზოლუციის პროექტი, რომლის თანახმად ისინი აპირებენ ირანის უშიშროების საბჭოს წარუდგინონ ირანის ბირთვული პროგრამის საკითხი. ბრიტანთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, სამი სახელმწიფო რეზოლუციით მიმართავს ბირთვული ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მმართველთა საბჭოს საგანგებო სხდომას, 2 თებერვალს.
ევროპის კავშირის საერთაშორისო საქმეთა გამგებელს ხავიერ სოლანას სწამს, რომ რუსეთი და ჩინეთი ამ ინიციატივას მიემხრობიან. რუსეთმა განაცხადა დღეს, რომ მისი პოზიცია ირანის ბირთავული პროგრამის თაობაზე ძალიან ახლოსაა ევროკავშირისა აშშ-ის პოზიციასთან. ჩინეთს არ გამოუცხადებია თავისი დამოკიდებულების შესახებ.