ისრაელი აპირებს, ბოიკოტი გამოუცხადოს პალესტინელების

ისრაელი აპირებს, ბოიკოტი გამოუცხადოს პალესტინელების მთავრობას, რომელშიც მოძრაობა "ჰამასი" იქნება წარმოდგენილი,
ისრაელი აპირებს, ბოიკოტი გამოუცხადოს პალესტინელების მთავრობას, რომელშიც მოძრაობა "ჰამასი" იქნება წარმოდგენილი,
თუ ეს გასამხედროებული ორგანიზაცია არ იტყვის უარს ტერორიზმზე და არ აღიარებს ისრაელის უფლებას, იარსებოს. როგორც დღეს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ეჰუდ ოლმერტმა აღნიშნა, "ჰამასმა" იმავდროულად უნდა ცნოს ყველა შეთანხმება, რომელიც პალესტინელების ხელმძღვანელობას ისრაელთან აქვს ხელმოწერილი, თუ სურს ისრაელთან რაიმე კონტაქტის დამყარება. ოლმერტის ეს კომენტარი მოჰყვა პალესტინელების 25 იანვრის საპარლამენტო არჩევნებში "ჰამასის" დამაჯერებელ გამარჯვებას. აქამდე "ჰამასის" ხელმძღვანელობა უარყოფს დასავლეთის მოთხოვნას, უარი თქვას ძალადობაზე ისრაელის წინაღამდეგ, თუ სურს, არ დაკარგოს ფინანსური დახმარება პალესტინელებისთვის.