კოსოვოს მოდელი და საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტები

თამარ ჩიქოვანი, თბილისი მალე გაეროს უშიშროების საბჭო კოსოვოს სტატუსზე დაიწყებს მსჯელობას. რუსეთი, რომელიც უშიშროების საბჭოს წევრია და ვეტოს უფლებას ფლობს, მხოლოდ იმ შემთხვევაში
დაუჭერს მხარს კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებას, თუ ამას „პრეცედენტული“ ხასიათი ექნება. რამდენიმე დღის წინ კრემლში გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თუ შესაძლებელია დამოუკიდებლობა კოსოვომ მიიღოს, რატომ არ უნდა ჰქონდეს ასეთივე უფლება აფხაზეთს ან სამხრეთ ოსეთს. თუმცა იქვე შენიშნა, რომ ეს არ ნიშნავს, თითქოს რუსეთი დაუყოვნებლივ აღიარებს აფხაზეთის ან სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. თამარ ჩიქოვანმა რუსეთის პრეზიდენტის განცხადების კომენტარი სთხოვა კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის დირექტორს გიორგი ხუციშვილს.

იხ.აუდიოვერსია.