პაკისტანში თვითმკვლელმა მოიერიშემ შიიტი მუსულმანების

პაკისტანში თვითმკვლელმა მოიერიშემ შიიტი მუსულმანების პროცესიის მსვლელობის დროს აიფეთქა თავი.
პაკისტანში თვითმკვლელმა მოიერიშემ შიიტი მუსულმანების პროცესიის მსვლელობის დროს აიფეთქა თავი.
შემთხვევას სულ მცირე 30 ადამიანი ემსხვერპლა და რამდენიმე ათეული დაშავდა. აფეთქებას ქალაქ ჰანგუში შეტაკებები მოჰყვა. ერთ-ერთი გასამხედროებული დაჯგუფების ხელმძღვანელის თქმით, შეიარაღებულმა პირებმა ქალაქის შემოგარენში ავტობუსს გაუხსნეს ცეცხლი, რასაც ოთხი მგზავრი შეეწირა. ქალაქში მთელი დღე-ღამის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. ჰანგუში პროცესია აშურას დღესასწაულის გამო იყო შეკრებილი.
დღესასწაული წინასწარმეტყველ მუჰამედის შვილიშვილის, ჰუსეინის მოწამეობრივ სიკვდილს აღნიშნავს მეშვიდე საუკუნეში, ერაყის ქალაქ ქარბალაში.