პაკისტანის მთავრობამ აკრძალა წინასწარმეტყველ მუჰამედის

პაკისტანის მთავრობამ აკრძალა წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურების
პაკისტანის მთავრობამ აკრძალა წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურების
გაპროტესტების მიზნით დაგეგმილი აქციის გამართვა. აკრძალვას საფუძვლად ძალადობის შიში დაედო. ინფორმაციის მინისტრმა, შეიხ ბრაშიდ აჰმედმა, განაცხადა, რომ კვირას, 19 თებერვალს ისლამაბადში არც ერთ პარტიას არ ექნება დემონსტრაციაში მონაწილეობის უფლება – და რომ ამ აკრძალვის შესახებ ყველა რადიკალი ისლამისტი ლიდერია ინფორმირებული. გასული კვირის განმავლობაში პაკისტანში გამართულ საპროტესტო აქციებს სულ მცირე 5 ადამიანი შეეწირა. დღეს ქვეყნის აღმოსავლეთში გამართულ აქციაზე პოლიციამ ცეცხლი გახსნა და 4 მონაწილე დაჭრა. დღესვე საპროტესტო აქციები გაიმართა მანილაში, ლონდონში, საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში, და გერმანიის ქალაქ დუისბურგში. ნიგერიის ჩრდილოეთში, ქალაქ მაიდუგურიში, დემონსტრაციის მონაწილეებმა ქრისტიანების საკუთრებაში მყოფი ბიზნესის ცენტრები დაარბიეს. დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პერ სტიგ მოელერმა, დღეს კარიკატურების ირგვლივ შექმნილ სკანდალში ცენტრალური როლის შესრულებაში ეგვიპტეს დასდო ბრალი.