სერბების და კოსოვოელი ალბანელების ლიდერები

სერბების და კოსოვოელი ალბანელების ლიდერები დღეს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში
სერბების და კოსოვოელი ალბანელების ლიდერები დღეს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში
პირველად დასხდნენ პირისპირ, და კოსოვოს პროვინციის სამომავლო სტატუსის შესახებ მოლაპარაკება დაიწყეს. დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრიდან გამოსული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრამ გულწრფელ და კონსტრუქციულ ატმოსფეროში ჩაიარა, თუმცა ორი მხარე შეთანხმების მიღწევისგან შორის არის. ეთნიკური ალბანელები - რომლებიც კოსოვოში უმრავლესობას წარმოადგენენ - პროვინციის დამოუკიდებლობას ითხოვენ. ბელგრადი კი კოსოვოს ფართომასშტაბიან ავტონომიას სთავაზობს.