რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დღეს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დღეს უარყოფითად გამოეხმაურა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დღეს უარყოფითად გამოეხმაურა
საერთაშორისო ტრიბუნალის გადაწყვეტილებას, რომელმაც ყოფილი იუგოსლავიის ლიდერს, სლობოდან მილოშევიჩს, რუსეთში სამკურნალოდ ჩასვლის უფლება არ მისცა.
სამინისტროს განცხადების თანახმად, ტრიბუნალმა ყურადღება არ მიაქცია რუსეთის მთავრობის მხრიდან მიღებულ გარანტიას, რომ მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ მილოშევიჩი კვლავ ჰააგაში დაბრუნდებოდა. მილოშევიჩი თავს 66 ბრალდებისგან იცავს. ბრალდებები 90-იან წლებში ბოსნიაში, კოსოვოში და ხორვატიაში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებს მოიცავს.
სასამართლოს აზრით, მილოშევიჩს რუსეთში სამკურნალოდ გამგზავრებისთვის მიზეზი არ ჰქონდა. სასამართლო შიშობდა, რომ რუსეთში ჩასვლის შემთხვევაში მილოშევიჩი პროცესზე აღარ დაბრუნდებოდა.