ჩეჩნეთის პრო-რუსულმა პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე

ჩეჩნეთის პრო-რუსულმა პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე
ჩეჩნეთის პრო-რუსულმა პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე
ერთხმად დაამტკიცა რამზან კადიროვი. 29 წლის კადიროვი, ვაჟია ჩეჩნეთის ყოფილი პრეზიენტის ახმად კადიროვისა, რომელიც ორი წლის წინ მოკლეს თავდასხმის შედეგად. ადამიანის უფლებების დამცველები რამზან კადიროვს ჩეჩნეთში ადამიანების გატაცებაში და წამებაში მონაწილე უშიშროების ძალების ხელმძღვანელობაში ადანაშაულებენ.
პრემიერ-მინისტრის პოსტზე რამზან კადიროვმა სერგეი აბრამოვი შეცვალა. ეს უკანასკნელი ამ კვირაში გაურკვეველი მოტივით გადადგა. ჩეჩნეთის პრეზიდენტის, ალუ ალხანოვის თქმით, აბრამოვის გადადგომის მიზეზი რამდენიმე თვის წინ მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაზიანებული ჯანმრთელობა იყო. პარალელურად, მოვიდა ცნობა, რომ გროზნოდან აღმოსავლეთით მდებარე რეგიონში ჩეჩენ მეამბოხეებთან მომხდარ შეტაკებას სამი რუსი ჯარისკაცი ემსხვერპლა.