სერბია-ჩერნოგორიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვუკ

სერბია-ჩერნოგორიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვუკ დრაშკოვიჩმა დღეს აღნიშნა,
სერბია-ჩერნოგორიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვუკ დრაშკოვიჩმა დღეს აღნიშნა,
რომ მისი ქვეყნისთვის აუცილებელია სამხდერო დანაშაულებში ბრალდებული რატკო მლადიჩის შეპყრობა და მისი გადაცემა გაეროს ტრიბუნალისთვის. როგორც დრაშკოვიჩმა აღნიშნა, სერბია-ჩერნოგორიას სტაბილიზაცია მოელის მლადიჩის ექსტრადიციის მერე. მლადიჩს, ყოფილ ბოსნიელ სერბ გენერალს, ბრალდება წაყენებული აქვს 1995 წელს ბოსნიაში, სრებრენიცაში ხოცვა-ჟლეტასთან დაკავშირებით. გაეროს პროკურორების ვარაუდით, მლადიჩი სერბიაში იმალება, მრავალი სერბი მას გმირად მიიჩნევს.