პაკისტანის სამთავრობო ჯარებმა საარტილერიო ცეცხლი

პაკისტანის სამთავრობო ჯარებმა საარტილერიო ცეცხლი დაუშინეს მეამბოხეთა სავარაუდო პოზიციებს ჩრდილო ვაზირისტანის რეგიონში,
პაკისტანის სამთავრობო ჯარებმა საარტილერიო ცეცხლი დაუშინეს მეამბოხეთა სავარაუდო პოზიციებს ჩრდილო ვაზირისტანის რეგიონში,
ავღანეთის საზღვრის მახლობლად. დარტყმები განხორციელდა მას მერე, რაც სამშაბათს საღამოს თავს დაესხნენ ადგილობრივი ადმინისტრაციის წევრს. იგი არ დაშავებულა. მოკლულია მისი პირადი მცველი. საპასუხო ცეცხლით მოკლეს ოთხი თავმდამსხმელი. პროვინციაში შაბათიდან მოყოლებული გრძელდება მსხვილი სამხედრო ოპერაცია თალიბებისა და მათი თანამოაზრე ისლამისტების წინააღმდეგ. ხელისუფლების ცნობით, მოკლულია ასამდე მეამბოხე.