ხვალ გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი

ხვალ გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი შეუდგება განხილვას
ხვალ გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი შეუდგება განხილვას
ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს რეზოლუციისა, რომელიც ირანის ბირთვული პროგრამის საკითხს უკავშირდება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დღეს გამოთქვა მოსაზრება, რომ გაეროს ატომურმა უწყებამ იჩქარა უშიშროების საბჭოსთვის ირანის საკითხის გადაცემა. ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა წინ აღუდგება ნებისმიერ მცდელობას, თეირანზე პოლიტიკური ზეწოლა მოახდინონ. ირანი აცხადებს, რომ ბირთვულ პროგრამას მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებით ახორციელებს.