ბელორუსიის უშიშროების სამსახურის უფროსის განცხადებებს

ბელორუსიის უშიშროების სამსახურის უფროსის განცხადებებს გამოეხმაურა
ბელორუსიის უშიშროების სამსახურის უფროსის განცხადებებს გამოეხმაურა
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ნიკოლოზ რურუა.
ახალი ამბების სააგენტო პრაიმ-ნიუსთან საუბრისას, რურუამ სუხარენკას განცხადებებს "სრული ბოდვა" უწოდა. მისი თქმით, ბელორუსიის ხელისუფლება აბსურდული განცხადებებით პრევენციულ ზომებს მიმართავს, რათა საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი უკანონო ქმედებებიდან გამომდინარე რეაქციისგან თავი დაიცვას.