ჩრდილოეთ კორეის მთავრობის წევრმა, კიმ

ჩრდილოეთ კორეის მთავრობის წევრმა, კიმ ილ ჩოლმა გამოთქვა გაფრთხილება,
ჩრდილოეთ კორეის მთავრობის წევრმა, კიმ ილ ჩოლმა გამოთქვა გაფრთხილება,
რომ პრევენციული სამხედრო დარტყმა აშშ-ის მონოპოლიას არ წარმოადგენს. თავდაცვის მინისტრისა და არმიის მარშლის მოადგილის ეს განცხადება ფხენიანის ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა. ამავე წყაროს ინფორმაციით, კიმ ილ ჩოლმა განაცხადა, რომ ფხენიანი უმოქმედოდ არ დაელოდება მასზე აშშ-ის მიერ იერიშის განხორციელებას. ამ განცხადების ფონია ბირთვული პროგრამის საკითხებში ჩრდილოეთ კორეის უმაღლესი რანგის წარმომადგენლის ვიზიტი იაპონიაში, რომელიც უშიშროების საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციას მასპინძლობს. კონფერენციაში მონაწილეობენ აშშ-ის, ჩინეთის, სამხრეთ კორეის, რუსეთისა და იაპონიის დელეგაციები. ფხენიანისაგან მოითხოვენ ბირთვულ პროგრამაზე უარის თქმას, მისთვის დახმარების მიწოდებისა და დიპლომატიური ურთიერთობის გაუმჯობესების სანაცვლოდ.